გურამ მაჭარაშვილი - მამუკა ხაზარაძის გეგმა ასეთია: - კარვებში სხვა შევიდეს, მერე მე პარლამენტში შევალ! - შეგვიძლია, რაღაც ადგილი გამოვუყოთ და სათამაშო პარლამენტი შევუქმნათ - უნდათ სენატი დაარქვან, უნდათ - კონგრესი

მამუკა ხაზარაძის გეგმა ასეთია: - კარვებში სხვა შევიდეს, მერე მე პარლამენტში შევალ! - პარლამენტში შესვლა-არშესვლა, საკითხავი აი, ეს არის, ახლა ასე დგას საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი ოპოზიციას მიმართავს, დაითვალონ პარლამენტის რამდენი სხდომა გაიმართება 25 ნოემბრის შემდეგ და „ნახონ, ვისი აჯობებს“.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არაფერზე ერთიანობა არ არის, მათ შორის არც აქციებზე.

მამუკა ხაზარაძეს უნდა ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთოს - თავად არაფერში მონაწილეობს, უთქვამს: - კარვებში შემსვლელი არა ვარ, კარავში სხვა შევიდეს და შემდეგ პარლამენტში მე შევალო. ეს არის ხაზარაძის რეალური გეგმა!

შეგვიძლია, რაღაც ადგილი გამოვუყოთ და სათამაშო პარლამენტი შევუქმნათ - უნდათ სენატი დაარქვან, უნდათ - კონგრესი. ალბათ, ხაზარაძეს რაიმე თანამდებობას მისცემენ, ვაშაძე კი პრემიერობას არავის დაუთმობს. „ახალი წლები“ მოდის და მათზე ხალხი გაერთობა.

კი ბატონო, შექმნან პარალელური მთავრობა, პარალელური პარლამენტი, პარალელური ბრიუსელი - ეს არის ამ ხალხის ტრაგიკომედია! ტრაგი იმიტომ, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთი ოპოზიცია გყავს და კომედია იმიტომ, რომ თუ ამ სიტუაციას კომიკურად არ შეხედე, ამ ხალხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის