გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე - ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ - ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!

ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ - ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ! - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოთხი ბარიერგადალახული პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყნის მტრობას განაგრძობს.

„მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს. ეს ხალხი პირდაპირ ქვეყანას მტრობს და სამწუხაროდ, ამას არც მალავენ.

მეორეს მხრივ, მათი სურვილია, რომ იქნებ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ, რისი შანსი მათ არა აქვთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს