გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულების სასამართლოში გადაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების 48- საათიანი ვადა ამოიწურა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ.

თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა გიორგი ლიფონავამ.

„განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებათ, რომ ადამიანი აქციაზე დააკავონ. აქციაზე ვიდექი და მხოლოდ ამის გამო დამაკავეს. დაკავების მომენტში არაფერი არ განუმარტავთ, იგინებოდნენ, სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე. ეს ყველაფერი დაშინებას ისახავს მიზნად, რომ სხვამ ვერ გაბედოს გამოსვლა, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ამით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ველოდები, რომ დამაჯარიმებენ“, - განუცხადა ლიფონავამ "ინტერპრესნიუსს".

ცნობისთვის, 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცესკო-მ 2026 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, ცესკო-სთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დაიწყეს, ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა 3 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი