რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, თუ როგორ სძულთ საკუთარი ქვეყანა - ამ წერილის ავტორები ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო მოღალატეები

ამ წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო მოღალატეები და ქვეყნის შავი ლაქა - სინამდვილეში ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს! - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს.

იონათამიშვილის აზრით, მათ ეს წერილი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რომ გამოექვეყნებინათ, მხარდამჭერთა 10%-ც არ მისცემდა ხმას.

„მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, თუ როგორ სძულთ საკუთარი ქვეყანა და როგორ სწირავენ პირადი მიზნებისთვის.

რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ გაწირავენ. სინამდვილეში, ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო