სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„ვადასტურებ, რომ მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, - აღნიშნა სარგსიანმა.

ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, სასუნ ხაჩატრიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 14 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებას დაიწყებს. 18 ნოემბერს პრემიერმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების ჯგუფს თანამდებობების დატოვება სთხოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს