გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მეორიალური საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მეორიალური საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობირივი ხელისუფლებისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ასპარეზობა, რომელიც 2010-2012 წლებში დაბადებულებს შორის ჩატარდა,10 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. ტურნირში 200 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ყველაზე უკეთ იასპარეზეს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა. მათ ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს