ელენე ხოშტარია - ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს

ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის როლი დასავლელი პარტნიორების მიერ არჩევნების არაღიარების საქმეშია უდიდესია.

„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს, რომ ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში. მისი როლი, მისი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან არაღიარების საქმეში გადამწყვეტია. ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში, მუდმივ კონსულტაციებში. არაფერი კონკრეტული დეტალური სიახლე, სათქმელი ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტორი: ჩვენი პარტნიორები, საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ვართ მუდმივად კოორდინაციაში, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი. ვეძებთ ამ კრიზისიდან გამოსავალს.

დღეს პრეზიდენტი, საკუთარ ბრიფინგზე, ალბათ ყველაზე კარგად შეძლებს საკუთარი სათქმელი თქვას, ამიტომ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც ქვეყნის გარეთ, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან. ამდენი ხანია ეს არჩევნები პრაქტიკულად არ არის აღიარებული, მისი დიდი დამსახურებაა, იმ ფაქტებთან ერთად, რაც ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს