კახა კალაძე „სახალხო პარლამენტის“ იდეაზე - თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის

მანდ პრემიერიც სალომე ზურაბიშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა? ორივე ერთად იყოს. თუნდაც 150-ვე დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყოს, არანაირი პრობლემა არ არის, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას, „ძლიერ საქართველოს“ იდეას, ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირებისა და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევის შესახებ.

მერის თქმით, „სახალხო მთავრობა“ დღეს „ქართული ოცნების“ სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფს.

„სახალხო მთავრობა დღეს წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩააბარა მმართველობა და ის წარმოადგენს და იცავს ქვეყნის ინტერესს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს, ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რაც უნდა შემოტევა იყოს, რაც უნდა შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდეს, იყოს მუქარები, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, დავიცავთ ეროვნულ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს