ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ფინანსური ინსტიტუტების დირექტორს გიორგი ორლოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების საკითხების განხილვას დაეთმო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს სებ-ის მიერ ბოლო წლებში საბანკო ზედამხედველობის ჩარჩოს გასაძლიერებლად გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ბაზელი III-ის სტანდარტებსა და ევროდირექტივებთან.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი მიესალმება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.

„დიდად ვაფასებთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (IFI) და EBRD-თან პარტნიორობას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მხარდაჭერაში, ასევე მისი ფინანსური სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.

დღეისათვის EBRD-ს საქართველოში 5.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს, რითაც ქვეყანაში 301 პროექტს აფინანსებს. EBRD-ის არსებული აქტიური პორტფელი 79 პროექტს მოიცავს, საერთო ჯამში 1.2 მილიარდი ევროს ღირებულებით. მიმდინარე პორტფელის 32%-ი საფინანსო ინსტიტუტებზეა გამოყოფილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს