სი ძინპინი - ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

მსოფლიო ახალ პერიოდში შევიდა, რომელიც ტურბულენტობითა და ტრანსფორმაციით აღინიშნება, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სურს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები თანმიმდევრული იყოს.

„დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ძლიერი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დიდი ბრიტანეთი კანონის უზენაესობის მიმართ ერთგული პროგნოზირებადი, თანმიმდევრული და სუვერენული აქტორი იქნება“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს