ოპოზიცია ჭავჭავაძის გამზირზე პროტესტს აგრძელებს

ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა.

“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე”,- აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ბრძოლა ახლა არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის - "დაიბრუნე ხმა" მონაწილეებიც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს