სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)  დელეგაციას შეხვდა

სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრაზე დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს.

“დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა CPT-ის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდეს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს