ტომას ვეიცი - საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ  - ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომას ვაიცმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

„წინასაარჩევნო პერიოდშიც, შერჩევითი წვდომა იყო მედიასა და საარჩევნო კამპანიაზე, ამიტომ ოპოზიციური პარტიებისთვის ეს ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ასევე, იყო გავლენა, იქნება ეს რუსული თუ ოლიგარქი ივანიშვილის წმინდა ბიზნეს ინტერესები. ვფიქრობ, არ ღირს იმის აღნიშვნა, თუ საიდან მოდის ეს გავლენა“, - განაცხადა ტომას ვაიცმა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა დააფიქსირეს.

„იყო აქტიური გაყალბების მრავალი შემთხვევა, როგორც ეს სხვადასხვა ინსტიტუტებმა აღნიშნეს, ასევე, არჩევნების შედეგების მასიური მანიპულირება და ეს ყველაფერი ჩემთვის არალეგიტიმურ მთავრობას ნიშნავს, იმ სტანდარტებთან შედარებით, რაც ევროკავშირში გვაქვს. ვფიქრობ, ეს უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დაუახლოებენ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ. მკაფიოები უნდა ვიყოთ, რომ ისინი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებენ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს