თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი - ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია

ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია. მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება და საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ევროპარლამენტში „უმწვავესი დებატები“ უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით გაგრძელდება.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც შედგა დებატები საქართველოს საკითხებზე, სადაც ევროპარლამენტარებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და, შესაბამისად, ამ არჩევნებს არ ექნება ლეგიტიმაცია, მათ ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, საუბარი იყო ინდივიდუალურ სანქციებზე ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ პერსპექტივას. ეს იყო ძალიან მწვავე დებატები,, რომელიც ახლა გაგრძელდება უშუალოდ გაფართოების ანგარიშის განხილვით, სადაც ასევე, საუბარი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს