ზურაბ ჯაფარიძე - 19 ნოემბრის საღამომდე ჭავჭავაძის გამზირზე იქნება აქცია და შემდეგი გეგმის თაობაზე გამოვაცხადებთ

ხვალ საღამომდე ჭავჭავაძის გამზირზე იქნება აქცია და საღამოს გამოვაცხადებთ შემდეგი გეგმის თაობაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროტესტი არის ერთ-ერთი გზა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები არ აძლევენ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას.

“კარგი აქციაა, საკმაოდ ბევრი ხალხია გამოსული და ორი ღამეა ადამიანები ათენებენ, რაც აჩვენებს, რომ დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც გაბრაზებულები არიან და ესმით, რა საფრთხეების და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ არჩევნები საბოლოო ჯამში მიიტაცეს რუსებმა. პროტესტი გრძელდება და პროტესტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პროტესტი არის ერთ-ერთი გზა იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოსახლეობა და მოქალაქეები არ აძლევენ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ პროტესტი”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს