“დიდი ოცეული“ - მივესალმებით ყველა ინიციატივას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს სამართლიან მშვიდობას

მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, - ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა.

„უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამთ ადამიანთა ტანჯვას და ომის ნეგატიურ ზემოქმედებას გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, მაკროფინანსურ სტაბილურობაზე, ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, იცავს გაერო-ს წესდების ყველა მიზნებსა და პრინციპებს ერებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ ლიდერები 18-19 ნოემბერს რიო-დე-ჟანეიროში შეხვედრას მართავენ. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მათი მიზანია, განიხილონ ძირითადი გლობალური გამოწვევები და კრიზისები და ხელი შეუწყონ ეკონომიკის ძლიერ, მდგრად, დაბალანსებულ და ინკლუზიურ ზრდას.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის