პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებენ და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებენ. რამდენიმე პოლიციელი აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ გაფრთხილება მისცა.

სამართალდამცველებს ოპოზიციის ლიდერები ელენე ხოშტარია და ნიკა მელია გაესაუბრნენ. პოლიციამ მათ ჭავჭავაძის გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური ტექნიკა. დიდი რაოდენობით მობილიზებულია სპეცრაზმიც.

როგორც პოლიციის თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს მიმართა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შსს მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

„შეკრებების და მანიფესტაციის კანონის მეთერთმეტე პრიმა მუხლის შესაბამისად დაუშვებელია გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა იმ შემთხვევაში, როცა მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს ამას. ასევე დაუშვებელია ავტომანქანით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. მეცამეტე მუხლის შესაბამისად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარების გათავისუფლებისთვის მოგიწოდებთ შეწყვიტოთ მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ასევე გაათვსიუფელოთ ჭავჭავაძის გამზირი და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან. გეძლევათ 15 წუთიანი ვადა, მიიღოთ ყველანაირი ზომა, რომ გათავისუფლოთ ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სხვა შემთხვევაში შსს მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, გთხოვთ დაემორჩილოთ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს