ჩინეთის საგარეო მინისტრი - ჩინეთი მზადაა, რუსეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს

ჩინეთი რუსეთთან ერთად მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის ახალი იმპულსის მიცემას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან თანამშრომლობისა და კავშირის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ხელი შეუწყოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსის მიცემას და შესაბამისი წვლილი შეიტანოს ორივე ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებაში და გლობალური მმართველობის რეფორმაში“, - განაცხადა ვანგ იმ.

ცნობისთვის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება