ელენე ხოშტარია - სამართალდამცავები აგრესიულად არიან, ხალხს უპირისპირდებიან, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით - რატომ უნდა გავათავისუფლო მელიქიშვილის გამზირი? ჩემი უფლება რატომ არ უნდა დავიცვა?

რატომ უნდა გავათავისუფლო [მელიქიშვილის გამზირი]? ჩემი უფლება რატომ არ უნდა დავიცვა, მითხარით? - ვინც არ უნდა დაიჭირონ, რა საშუალებებიც არ უნდა გაუშვან, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები „მშვიდად და წყნარად დაიცავენ მათ უფლებებს“.

„[სამართალდამცავები] აგრესიულად არიან. ხალხს უპირისპირდებიან, ჩვენ არ გავჩერდებით. მშვიდად, წყნარად დავიცავთ ჩვენს უფლებებს და ვიბრძოლებთ. ვინც არ უნდა დაიჭირონ, რა საშუალებებიც არ უნდა გაუშვან, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. არაფერი საჭიროება არ იყო [ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების]. რატომ უნდა გავათავისუფლო [მელიქიშვილის გამზირი]? ჩემი უფლება რატომ არ უნდა დავიცვა, მითხარით?",- აღნიშნავს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.

დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს