ზურაბ ჯაფარიძე - თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით - მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს - ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა

თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ეს არის ის, რაც არ გვინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. ეს ქცევაც რუსეთია! - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ორი დღე - ღამის განმავლობაში არავის გაუფრთხილებია, რომ რომელიმე ნორმას არღვევდნენ.

„მე საერთოდ არ მესმის ძალა რატომ გამოიყენეს და შეუძლებელია ვინმემ ახსნას. ჩვენ ეს პროტესტი გვქონდა ორი დღე-ღამის განმავლობაში. ორი დღე-ღამის განმავლობაში არ გვინახავს არცერთი, ან წერილობითი, ან ზეპირი განცხადება შსს-ის მხრიდან, რომ ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომელიმე კანონის რომელიმე ნორმას ვარღვევდით. შესაბამისად, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. ზუსტად იმავეს ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით მანამდე! მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ზღვა რობოკოპი ჰყავდათ, ოღონდ საქმეში არ ჩაურთავთ. გარდა ამისა იყვნენ, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ახლაც აქ არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანია, რომელთაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული. სასწრაფოს ერთ-ერთი შემთხვევა ჰქონდა, სავარაუდოდ, მძიმე იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ცუდად იყო. 15 წუთი სასწრაფოს არ ატარებდნენ ეს ადამიანი, რომ გაეყვანათ აქედან. ეს არის ის, რაც არ გინდა ჩვენ, როცა ვამბობთ, რომ არ გვინდა რუსეთი. რუსეთი არ არის დე-ფაქტო იურისდიქციაში ქვეყნის შეყვანა, არც მხოლოდ „რუსული კანონია“ რუსეთი, არც მარტო არჩევნების მოპარვაა რუსეთი, ეს ქცევაც რუსეთია. ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს