ხატია დეკანოიძე - ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ - ეს არის სრული აბსურდი, კომიკური სიტუაცია - რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია

მომაცდინეს და მოვედი, რომ აბსურდზე ვილაპარაკო, წარმოუდგენელი კომიკური სიტუაციაა - რა ვერ გაიგეს, რა ვერ დაინახეს, რატომ ვერ გამოიბერტყეს ყურები, ჩემთვის წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვამდე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მას არც სასამართლოს, არც პროკურატურის ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი არ აქვს.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე, გამოეხმაურა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესებს.

მისი განცხადებით, ყველამ, ვისაც „ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება ქუჩაში უნდა დაიცვას“.

„უპირველესად, მინდა, იმ წარმოუდგენელ, საზარელ მიდგომას მინდა გამოვეხმაურო, როდესაც დილით, ადრე ჩვენი თანამებრძოლები, მეგობრები დაარბიეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ, ყველა ვიყოთ მობილიზებულები ამ გაყალბებული, წარმოუდგენელი სიტუაციის ფონზე, კვლავ სასამართლოში სიარული გვიწევს. რამდენიმე დღის წინ პროკურორმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი განცხადებების საფუძველზე, როდესაც ვაცხადებ, რომ არჩევნები გაყალბებულია, სასამართლოში მიბარებენ. გუშინ მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა. ჩემთვის ეს პროცესი არის წარმოუდგენლად აბსურდული, სასაცილო, კომიკური. განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც მოქალაქეებს და ადამიანებს უკეთებენ დარბევისას. არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანა, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ არჩევნებს არ აღიარებს. მე, ოპოზიციის წარმომადგენელს სასამართლოში მიბარებენ - ეს არის სრული აბსურდი. ეს იმ რეჟიმის გაგრძელება და მახინჯი ფორმაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მე შევასრულე ჩემი ვალდებულება, მოვედი სასამართლოში, რაც ვიცი ყველაფერს ვეტყვი სასამართლოს, მაგრამ არც სასამართლოს, არც პროკურატურის და ზოგადად, არცერთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის იმედი ნამდვილად არ მაქვს, ისევე როგორც საქართველოს არცერთ მოქალაქეს. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, მისი საკუთარი უფლება უნდა დაიცვას ქუჩაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დეკანოიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.

ასევე, შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო