ოთარ ზურაბიშვილი - მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია - პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ, რუსული მეთოდები არის გამოყენებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსულ მეთოდებს იყენებს.

„ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. გაყალბებას ხალხის გაღიზიანება მოსდევს. ქუჩაში გამოსვლა კანონიერ უფლებებში შედის. სხვა გზა როცა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი ქუჩაში იყოს. მოქალაქეების წინააღმდეგ გადამეტებით იყენებენ ძალს, რაც ყველა კანონის დარღვევა არის. გაუფრთხილებლად დაკავება არის შიშის დათესვა. ყველას ახსოვს წინა პერიოდი, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლა კიდევ უარესს გვიპირებენ. პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ და რუსული მეთოდები არის გამოყენებული. უნდა გავუძლოთ ამას, გადავიტანოთ და გავიმარჯვოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო