არჩილ გორდულაძე ოპოზიციის წერილზე - ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც  შევიდა - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს

საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს თუ როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში შემავალი 4 პარტიის ქმედებები, რა განცხადებებით გამოირჩევიან ისინი და არ უნდა გაუკვირდეს, მათ შორის, არც ეს წერილი, სადაც პირდაპირ, ღიად, მოღალატეობრივად საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ქვეყნის იმიჯის გაშავების, რაც ყველაზე უფრო მძიმეა, სუვერენიტეტის გაუქმებით, თითქოს უცხოეთიდან ვინმემ არჩევნები უნდა ჩაგვიტაროს, ვინმემ გამოძიება უნდა მოაწყოს ან ხელისუფლება უნდა დაგვინიშნოს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

გორდულაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა ისტორიაში - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს“.

„ეს ყველაფრის საზოგადოებას არ უნდა გაუკვირდეს იმიტომ რომ, როდესაც ღიად ასეთ რამეებს აკეთებდნენ წარმოიდგინეთ კულისებში როგორ დადიოდნენ კარდაკარ ეს ადამიანები, როგორი ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ყველაფერს, ყველაფერ მავნებლურს ეს ადამიანები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა ისტორიაში - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს. მათ ქმედებებს გამოძიებაც კი არ სჭირდება, იმდენად ცხადია, იმდენად მოღალატეობრივია, იმდენად ჯაშუშობრივია, შესაბამისად, საზოგადოება ყოველთვის გასცემს მათ სათანადო პასუხს, ისევე როგორც, 26 ოქტომბერს გასცა და არ უნდა უკვირდეთ, წესით, როდესაც ასეთი მოღალატეობრივი სახელების და გვარების მქონეა ადამიანები, როგორიც არის ხაზარაძე, როგორიც არის მაგალითად, ბოკუჩავა, გვარამია, თუ ბერდია სიჭინავა - გახარიას ტანდემი, რომლებიც ისევ და ისევ ისტორიაში შევლენ, როგორც ორჯონიკიძეები, როგორც შადიმან ბარათაშვილები, ამ ადამიანებს, რომ არავითარი პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეთ და არც აქვთ ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია