დიმიტრი პესკოვი - ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს

ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთი ბირთვულ იარაღს ყოველთვის განიხილავდა, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურეს, აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, ბირთვული საფრთხისა და მთავრობათაშორისი ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რუსეთი ყოველთვის საჭირო ძალისხმევას იჩენს.

ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს