საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, ექსპოზიციაში პირველკურსელი სტუდენტის 50-ზე მეტი ნამუშევარი - ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო წარმოდგენილი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ნინო იმნაძე აღნიშნავს, კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირისა და ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.

„ორიგინალური ნახატები ხალასი, ნათელი ფერებით და ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით, - ასე შეიძლება შევაფასოთ კონსტანტინე კაკაშვილის შემოქმედება. ნამუშევრები გამოირჩევა იდეების მრავალფეროვანი გადაწყვეტით, კომპოზიციური ფორმით, რომლებიც მკვეთრად ორიგინალური, ინდივიდუალური და მხატვრული პროფესიული უნარ-ჩვევებითაა შესრულებული. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სტუდენტის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა ჩაახშოს ჩვენი შემოქმედებითი აზროვნება. სწორედ ამ ნიშნითაა კონსტანტინეს შემოქმედება განსაკუთრებული - ის აზროვნებს, ხატავს ხელით და გვთავაზობს საინტერესო თემატიკას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტს”, - აცხადებს ნინო იმნაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, კონსტანტინე კაკაშვილის ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა - ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო