ვახტანგ ცინცაძე - 2024 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, შრომის ბაზარზე პოზიტიური ტენდენციები გრძელდება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ასევე, ფიქსირდება დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა რაოდენობა 41.3 ათასით გაიზარდა და მილიონ 408 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე კი, 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 47.1 პროცენტს შეადგენს.

„მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტს შეადგენს, რაც მესამე კვარტლების ჭრილში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულების, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ზოგადად, შრომის ბაზრის ტენდენციების კუთხით თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, უფრო მეტად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ ფონზე უმუშევრობის დონე მცირდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ და ჯანსაღ ტენდენციებს, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პოზიტიური მაჩვენებლების ერთ-ერთი განმაპირობებელია ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

„არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. ამავდროულად, ჩვენი ამოცანა და მიზანია, მომავალ წლებში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რათა გავაძლიეროთ ის ტენდენციები, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ფიქსირდება”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 14.1 და 13.4 პროცენტს შეადგენს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო