„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა კვიტატიანის განცხადებით, როცა პოლიცია აქციას შლიდა, მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ სახეში გაარტყა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა კვიტატიანის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პოლიცია აქციას შლიდა, პირადად მას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა სახეში გაარტყა. როგორც კვიტატიანი განმარტავს, ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ნიკა კვიტატიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ.

„უკან ვიხევდით, პოლიცია გვაწვებოდა. პირველი, გოგა მემანიშვილმა როდესაც დამინახა, ეგრევე სახეში დამარტყა ხელი, რასაც მერე დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ უკვე იყო ნიკა მელიას დაკავების მცდელობა, მანდაც მოვხვდი მე, მანდაც ჭიდაობა იყო და მოულოდნელად, არ ვიცი, რა იყო, რის გამო, გავხდი ცუდად. მოუწიათ ჩემი გადმოყვანა საავადმყოფოში იმიტომ, რომ სუნთქვა და წელის ტკივილები მაწუხებდა. გადამიღეს, პასუხს ველოდები და ორი საათის მერე ხელმეორედ უნდა გადამიღონ," - განაცხადა ნიკა კვიტატიანმა „მთავარ არხთან“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს