სებ-ში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს, რაც შესაბამისად მომსახურების მიწოდების ხარისხზეც აისახება.

„ამასთან, ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელსაც მყისიერად მიიღებს მიმღები“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის - RTGS სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

„საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ჭყოიძემ პრეზენტაციის ფორმატში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი, მათი უპირატესობები და სარგებელი, როგორც თავად სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვის.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს და დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს