მარკო მიჰკელსონი - დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი

სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მიჰკელსონის თქმით, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, “ქართული ოცნება” ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ ინსტიტუტის გაკონტროლებასაც ეცდება.

“სამწუხაროდ ეს არ იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, რომ ამ არჩევნების შედეგები ასეთი დრამატული იქნებოდა. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო 12 წლის განმავლობაში უკვე გავხდით მოწმენი, თანდათანობით, მმართველი პარტიის მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმწიფოს მიტაცების, რაც პირდაპირაა მხარდაჭერილი იდეებითა და პოზიციებით რუსეთიდან.

ეს სიურპრიზი არ იყო. მაგრამ ბევრი ქართველისთვის, “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია და საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.

უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც.

ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის დღეს მასობრივი ფალსიფიკაციის უამრავი შემთხვევა, და შედეგების შეცვლის მცდელობა. სასამართლოები საქართველოში არაა დამოუკიდებელი და ისინი (მეტწილად) არ აკმაყოფილებენ საჩივრებს დამოუკიდებელი დამკვირვებლების სასარგებლოდ.

დიახ, საქართველოში წასვლამდეც ამ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც დამკვირვებლებისგან ვიცოდით, ვამბობდით, რომ საჭიროა არჩევნების შედეგების საერთაშორისო გამოძიება… რომ დამტკიცდეს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი”, - აღნიშნა მიჰკელსონმა.

როგორც მან “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, თუ საქართველოს პარლამენტი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ სავალი გზა ნამდვილად დასრულებული იქნება.

“რატომაა ჩვენგან ასეთი მაღალი ინტერესი? იმიტომ, რომ საქართველო კვლავ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მსურს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რომ თუკი “ქართული ოცნება” გამოაცხადებს ამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, შემდეგ კი პარლამენტი ქართველი ხალხის ნების მოსმენის გარეშე შეიკრიბება, მაშინ საქართველოსთვის ეს გზა ევროკავშირისკენ ნამდვილად დასრულებულია. ამ ეტაპზე მე სხვა შედეგს ვერ ვხედავ.

თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას პასუხობ, ეს არ შეიძლება საქართველოს საქმეებში ჩარევად შეაფასო. უბრალოდ სასაცილოა ასეთი განცხადებების მოსმენა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გვაჩვენებს, რომ ამ პოლიტიკოსებმა მართლაც არ იციან, რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესები და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. არ მგონია, ახლო მომავალში რაიმე კარგი ცვლილებები ვიხილოთ, რადგან ისე ჩანს, რომ მმართველი პარტია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ხალხის დემონსტრაციებს, რომლებიც ლამის ყოველდღე იმართება. ჩემი აზრით, ისინი ეცდებიან ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას”, - განაცხადა მიჰკელსონმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო