გიორგი ჩაკვეტაძე - რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს

რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ოპოზიცია იმედგაცრუებული დარჩა“ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან, „გადავიდნენ პროვოკაციებზე“.

მანვე აღნიშნა, რომ ელოდება დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.

„რადიკალებმა საბოლოოდ გაგვიმხილეს გეგმაც და მოტივაციაც - 7 ნოემბერს გისურვებთო! 7 ნოემბერი და 26 მაისი უნდათ დააბრუნონ. კოლექტიურ „ნაც. მოძრაობას“ ისევ უნდა ახალგაზრდები ქუჩაში დახვრიტოს… რამდენიმე წუთის წინ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს… მას შემდეგ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრისგან იმედგაცრუებულები დარჩნენ, გადავიდნენ პროვოკაციებზე. ველოდები დიპლომატიურ კორპუსს რა რეაგირება ექნება. სოლიდარობა თითოეულ ჟურნალისტს! ამათ ბოროტ ზრახვებზე სახელმწიფოს ყოველ ჯერზე ექნება შესაბამისი რეაგირება!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს