თსუ-ს დაცვის სამსახურის უფროსი - თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა - ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა

თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როცა სტუდენტები ღამის სამ საათზე შედიან უნივერსიტეტის შენობაში, მათ არც სწავლა და არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა არ აინტერესებთ.

“თანამშრომელმა შემატყობინა, რომ იყო შემოჭრა. აი, ფაქტია, რომ ეს არის შემოჭრა. რომელი საათია ახლა, იცით? ღამის სამ საათზე უნივერსიტეტში რომ შემოდიხარ, ეს არის შემოჭრა. ამ დროს უნივერსიტეტში არავინ არის, რომ პასუხი გასცეს. დილით მოვიდნენ და ჩვენ ჩვეულებრივად დაველაპარაკებით. სამუშაო დღეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუდენტები მოსულიყვნენ და ვერ შემოსულიყვნენ შენობაში. ღამის სამ საათზე დაკეტილ შენობაში ადამიანს რა უნდა? ამ დროს არც სწავლა აინტერესებთ, არც ადმინისტრაციასთან შეხვედრა აინტერესებთ იმიტომ, რომ ვერ დახვდება ღამის სამ საათზე ვერავინ”, - განაცხადა უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილია შესული. სტუდენტების განცხადებით, ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ და შენობაში ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ივანე ზანგურმა განაცხადა, რომ სტუდენტებმა კარი თავად გააღეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს