ელენე ხოშტარია - ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, წინ დავდგებით და ვიმოქმედებთ ერთად, როგორც გუშინ ვერაფერი დაგვაკლეს, ისე იქნება დღესაც

წინ ვდგავართ და წინ დავდგებით, თუ ვინმე საიდანმე წამოვა და ვიმოქმედებთ ერთად , - ასე მიმართა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს.

ხოშტარიას თქმით, ის პოლიციელთან იყო მისული სიტუაციის გასარკვევად, თუმცა სამართალდამცველისგან ვერაფერი გაიგო.

"ახლა ასული ვიყავი და ველაპარაკე პოლიციელს, აზრი ვერ ჩამოაყალიბა, რა უნდოდა, უჭირდა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ თავისუფალ ნებას, წინ ვდგავართ და წინ დავდგებით, თუ ვინმე საიდანმე წამოვა და ვიმოქმედებთ ერთად. როგორც გუშინ ვერაფერი დაგვაკლეს, ისე იქნება დღესაც. არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაწყვეტენ, საინტერესოა, ჩვენ რას გადავწყვეტთ. ჩვენ გადავწყვიტეთ აქ დგომა და ბრძოლა", - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.

ინფორმაციისთვის, 2-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება