გიორგი ვაშაძემ პოლიციელებს 40-წუთიანი ვადა სთხოვა, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რაზეც უარი მიიღო

პოლიციის წარმომადგენლები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.

ვაშაძესა და პოლიციას შორის საუბრისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ვაშაძე მათგან 40 წუთის ვადას ითხოვდა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა.

"მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ", - განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს