ვაჟა სირაძე - გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა

გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაჟა სირაძე ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და დაუშვებელია ის თავის ჩარჩოებს გასცდეს.

"გზის სავალ ნაწილზე ბარიკადები, სკამები, ხელოვნურად გზის გადაკეტვა არის კანონდარღვევა. მოვუწოდეთ, რომ გაესუფთავებინათ სავალი ნაწილი, მივეცით გონივრული ვადა, შეგიძლიათ მიატრიალოთ თქვენი კამერა და ანახოთ საზოგადოებას, რომ გზის სავალ ნაწილზე არის ხალხი. კამათში აღარ შემოვდივარ თქვენთან. კანონი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვასრულებთ კანონით მონიჭებულ უფლებას. შეგვიძლია წავიკითხოთ კანონი და ვნახოთ, რისი უფლება აქვთ მათ და რისი - არა. პროტესტის გამოხატვის უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ, გამოხატავენ კიდეც, მაგრამ არსებობს ამ პროცესში გარკვეული შეზღუდვები. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, შეფასებითია, კონკრეტულ მომენტში რა მოქმედებებს განახორციელებს სამართალდამცველი უწყება", - განუცხადა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება