მეუფე გრიგოლმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღმრთო ლიტურგია აღასრულა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღვთისმსახურებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა ესწრებოდნენ.

„თორსის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის აშენების ინიციატორი და ქტიტორი თორსის მკვიდრი მიხეილ ღურწკაიაა. საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდათა ათთა ბევრთა თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს 13 ნოემბერს აღნიშნავს. ისტორიული ცნობების მიხედვით 1227 წელს თბილისში ჯალალედინის შემოსევების დროს, მოსახლეობას მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და ხატების შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე, მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარში გადააგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება