ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე, ამ ეტაპზე დაიშლებიან

მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიცია მორიგ ნაბიჯებთან დაკავშირებით „გადაიგეგმება“ და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

მისივე თქმით, პოლიცია მათ ნებართვას აძლევს, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტონ, შესაბამისად, ეს ფაქტი წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა პროტესტის „რაიმე სხვა ლოკაციის ან ფორმის მოფიქრება“.

„შეცვალეს სტრატეგია, საშუალებას გვაძლევენ მელიქიშვილი გადავკეტოთ. ამბობენ, რომ ეს დისკომფორტი არაა. ჩვენთვის ამ აქციას შინაარსი არ აქვს. გუშინ აქ ვიყავით, თავად ჰქონდათ გადაკეტილი გზა. როგორც ჩანს, ეს მათთვის ატანადია. გადავწყვიტეთ, გადავიგეგმოთ, პროტესტის რაიმე სხვა ლოკაცია მოვიფიქროთ ან ფორმა, რომელიც მათ მეტ დისკომფორტს შეუქმნის. ალბათ, უფრო საღამოსთვის გვექნება გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება