ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა

ენტონი ბლინკენმა ვენესუელის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, ედმუნდო გონსალესს „არჩეული პრეზიდენტი“ უწოდა.

„ვენესუელელმა ხალხმა 28 ივლისს თავისი სიტყვა ხმამაღლა თქვა და ედმუნდო გონსალესი არჩეული პრეზიდენტი გახადა. დემოკრატია ამომრჩეველთა ნების პატივისცემას მოითხოვს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.

ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა გონსალესს „გუაიდო 2.0“ უწოდა.

„კიდევ ერთი სახელმწიფო მდივანი, რომელმაც თავის მარიონეტებთან ერთად ვენესუელის დემოკრატიის დამხობა ვერ შეძლო“, - განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოგვიანებით, ქვეყნის ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს