ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს

პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ნამდვილად პუტინზეა დამოკიდებული. მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე აშშ. აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს და შეუძლია ენერგორესურსების ფასი შეამციროს. მედიაში პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინე, რომ ენერგორესურსებზე, ნავთობზე ფასების შემცირებას ფიქრობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების შესაძლო შემცირების შესახებაც ისაუბრა.

„თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს გადარჩენისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ასე იქნება, თუ მსგავსი არჩევანი ამერიკული არჩევანი იქნება, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ რა უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს