ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტთან ტანსაცმელი გაიხადა, „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების“ მიზეზით, ოჯახს დაუბრუნეს

სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, სამართლებრივი საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს, - ამის შესახებ ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგარ ჯაჰანგირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა“, - განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ახალგაზრდა გოგონამ, თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც უნივერსიტეტის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გოგონა „პრობლემური ინდივიდია“ და იგი სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება