სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა მდგომარეობის გასაცნობად შიდა ქართლში გაემგზავრა და სოფელების: დიცისა და ქორდის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრებზე მოსახლეობა ძირითადად, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბრობდა. ამასთან, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, სოფლებში შიდა გზები მოუწესრიგებელია, სარწყავი წყლის არხები განსაახლებელია, აფთიაქი არ არის და არც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებენ. შედეგად, მაღალია ახალგაზრდების მიგრაცია, რაც ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლას იწვევს.

„ვაგრძელებ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების სტუმრობას და აქ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა მდგომარეობის გაცნობა და მათ გვერდით დგომა, რომლებიც მუდმივად დგანან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების წინაშე.

ახლახან, ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს ასეთ საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრებთა მიმართ. ამიტომ ჩამოვდივარ, ვხვდები მათ და უშუალოდ ვეცნობი მათ მდგომარეობას.

ყოველი შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, ზედმიწევნით გამოვკვეთოთ არსებული პრობლემები, ადამიანის უფლებადარღვევის სახეები და დავინახოთ მათი გამოსწორების საშუალებები. მუდმივი მონიტორინგი გვეხმარება დასკვნების გაკეთებაში, რასაც შემდგომში შესაბამის პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაწვდით და ასევე ავსახავთ ჩვენს წლიურ თუ სპეციალურ ანგარიშებში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს