საქართველოში პირველად პრესბიოპიის მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსშია“ შესაძლებელი

საქართველოში პირველად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიით, „ექსიმერული ლაზერით“ 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს მხედველობის კორექციას სთავაზობს.

კარლ ცაისის წარმოების ლაზერი ასაკობრივი მხედველობის დარღვევის, პრესბიოპიის მქონე პაციენტებს მხედველობის კორექციის ისეთ შესაძლებლობას აძლევს, რაც აქამდე ქვეყნის მასშტაბით არ იყო შესაძლებელი.

პრესბიოპია თვალის აკომოდაციის უნარის ასაკობრივი, ეტაპობრივი დაქვეითებაა, რომლის დროსაც რთულდება ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირება. დაავადების სიმპტომები 40 წლის ასაკიდან ვლინდება და ასაკთან ერთად პროგრესირებს. „პრესბიონდის“ მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ ასევე, ახლო დისტანციაზე.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 132 წლიანი ტრადიცია გააჩნია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგებით, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ პაციენტებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება