გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ინგლისურის სასწავლო კურსი ოფიციალურად გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას.

როგორც რობაქიძის უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების პროექტი, როგორც სკოლის მოსწავლეების, ისე პედაგოგებისათვის.

მათივე ცნობით, 2024 წლის 19 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლების ორთვიანი სასწავლო კურსი თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს დელეგაცია ესწრებოდა.

„სასწავლო კურსი ფოკუსირებულია სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავს გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და ლექსიკის გაუმჯობესებას.

ორთვიან კურსს უძღვება ამერიკელი სპეციალისტი, ინგლისური ენის ექსპერტი, ჯოზეფ მეგვაიერი, რომელიც აშშ-ის საელჩომ პროგრამის - „English Language Fellow”, ფარგლებში მიამაგრა უნივერსიტეტს.

პირველ მეცადინეობას, რომელსაც სხვადასხვა სკოლის 80-მდე მოსწავლე ესწრებოდა, გაცნობითი ხასიათის იყო. ინგლისური ენის ექსპერტმა მოუსმინა მოსწავლეებს, გაიგო მათი მიზნები, ინტერესი, მოლოდინი, შემდეგ კი განსახილველი თემები გააცნო მონაწილეებს.

მეცადინეობა კვირაში ორჯერ გაიმართება.

თბილისის სკოლების გარდა, რეგიონების 400-მდე მოსწავლე ონლაინ ჩაერთვება პრაქტიკული ინგლისურის სწავლებაში.

პროექტს ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია