გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო ბავშვთა დღე მიულოცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო ბავშვთა დღე მიულოცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა გასართობი ცენტრის ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს.

„მოსწავლეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მერიისგან მხატვრული ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა.

მსოფლიო ბავშვთა დღე 20 ნოემბერს აღინიშნება. ის ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს, არის გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღი და მისი აღნიშვნა ცნობიერების ამაღლებასა და რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად ყველა იმ ბავშვისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ საკუთარი უფლებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება