ნინო წილოსანი ოპოზიციაზე - პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება

რა თქმა უნდა, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტს არ დატოვებს, რადგან ძალაუფლებას დახარბებული ადამიანები არიან - უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ისინი მართლა აპირებენ პარლამენტის დატოვებას თუ საკუთარ ამომრჩეველს აშანტაჟებენ და ემოციურად ეთამაშებიან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

წილოსანი იმასაც ამბობს, რომ „გასაცოდავებული ოპოზიცია სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელშია და უმრავლესობის გადასაწყვეტია მათი მხრიდან მანდატების დათმობა მოხდება თუ არა“.

წილოსანის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პროცესების შესაბამისად მიიღებს“.

„კანონის გათვალისწინებით, ახლა საარჩევნო სიას ვერავინ ვერ ჩახსნის. ამავდროულად, თუ მათ ისევ აქვთ მანდატების დათმობის სურვილი, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ, განცხადებები დაწერონ.

მათ მიერ პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება