დიმიტრი პესკოვი - ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია

ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანებაში რუსეთის დადანაშაულება აბსურდულია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყველაფერში რუსეთის დადანაშაულების გაგრძელება საკმაოდ აბსურდულია. ეს სასაცილოა, ბალტიის ზღვაში უკრაინის დევერსიულ აქტებზე რეაქციის არარსებობის ფონზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებს ვგულისხმობ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, ორშაბათს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა, „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება