საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეოთხედ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.

“საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღეს დიდი გამოწვევაა. ეროვნული ბანკი, კრიტიკულ ბიზნეს სისტემებს მართავს და ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი ბიზნეს ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელება, რაც თავის მხრივ, მეტად საიმედოს ხდის საბანკო სერვისებს. წელს ეროვნულმა ბანკმა ISO სტანდარტთან შესაბამისობა უკვე განახლებული ვერსიით ISO/IEC 27001:2022 გაიარა. სებ-ის, როგორც ცენტრალური ბანკის შესაბამისობა ISO 27001 - ის სტანდარტთან, მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მთლიანად საფინანსო სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH - მა გასცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს