მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ სწორედ ის, რომ მოხერხდა სრულიად დერეგულირებული სამომხმარებლო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. კანონი, რომელიც 2022 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა, აერთიანებს ევროკავშირის 6 დირექტივას და 1 რეგულაციას. ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის მიღება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„მან ასევე, ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რაც განხორციელდა იმისათვის, რომ საქართველოს მიეღო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტის დანერგვას საქართველოში.

კონფერენცია ყოველწლიურად, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, მიღებული შედეგების, გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით იმართება.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან 15-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება