ზურაბ ჯაფარიძე - ათასობით ადამიანი იყო გამოსული, ვინც აქციაში იღებდა მონაწილეობას, გაბრაზებულები არიან და აპირებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის

დაახლოებით, 500-იდან 1 000-ამდე ადამიანმა, რომელიც ღამე აქციაზე რჩებოდა, მოახერხა ის, რომ 24 საათის განმავლობაში, 3 „სუტკა“ მთელი პოლიცია ფეხზე იდგა. ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი ქუჩაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მან განვლილი საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ სამი დღის განმავლობაში „ძალიან კარგი აქცია იყო”.

„უამრავი ადამიანი ვნახეთ, ათასობით ადამიანი იყო გამოსული, ვინც აქციაში იღებდა მონაწილეობას, გაბრაზებულები არიან და აპირებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის არჩევანის გადასარჩენად, რომელსაც რუსეთი ართმევს. დაახლოებით, 500-დან 1000-მდე ადამიანმა, რომელიც ღამე აქციაზე რჩებოდა მოახერხა ის, რომ 24 საათის განმავლობაში, 3 „სუტკა“ მთელი პოლიცია ფეხზე იდგა. ეს აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ბევრი ხალხი ქუჩაში”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება