დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩად  მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მისი გუნდი ავრცელებს.

ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა თავის მიერ დანიშნული პირველი გენპროკურორი, ჯეფ სეშენსი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევასა და დაცვას. მეტი გააძლიერებს ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებს, და მყარად იდგება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საფრთხეების წინაშე - ამერიკას დააყენებს პირველ ადგილზე”, - აცხადებს ტრამპი თავის განცხადებაში.

ამერიკული ტელეარხი ABC News-ი უიტაკერის ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კანდიდატურას “უცნაურს” უწოდებს, ვინაიდან, მეტ უიტაკერის წარსული გამოცდილება სამართალდამცავ სივრცეშია და არა საგარეო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს