ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციის შეხვედრაზე სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ - აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი

აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, ხვალ დილით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები.

„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.

მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.

მესამე საკითხი იყო - აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება